„ეს უკვე შემდგარი, ძალადობრივი აქტია, რაც მოხდა პანკისის ხეობაში. უნდა გადადგეს პრემიერ მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი, უნდა დადგეს პრემიერ მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხსიმგებლობის საკითხი, განაცხადა „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა.
„ეს დღეს რაც მოხდა, არავის ეგონოს, რომ მხოლოდ ჰესების მშენებლობას უკავშირდება. მე ვფიქრობ, დღეს ამას გამოცდილი პოლიტიკოსობა არ სჭირდება, რომ მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი დღეს რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს. მთელი დღის განმავლობაში ოპოზიცია, ნახეთ, ძალიან ფრთხილად ვმოქმედებდით განზრახ. ყოველ წამს, ჩვენ ვიყავით რა თქმა უნდა საქმის კურსში. ჩვენ გვქონდა დილიდან სასტიკი ინფორმაციები. ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ ევროპაში დადგეს რომ საქართველო აღარ არის უსაფრთხო ქვეყანა და იზოლირებაში მოხვდეს ეს ქვეყანა და ჩვენ პირისპირ აღმოვჩნდეთ რუსეთთან. თორემ, ალბათ გონებასუსტი უნდა იყოს მთავრობა, ხელისუფლება, რომელიც გააკეთებს იმას, რაც დღეს გააკეთეს. ასეთ ცხელ წერტილში, რომელზეც თვალი უჭირავს დიდი ხანია ჩრდილოელ „მეზობელს“, შეიყვან ამ მშვიდ, ძალიან გონიერ, კეთილგონიერ ხალხში, რომელიც მოთმინებით უყურებს თავისი თანამემამულის, მაჩალიკაშვილის წვალებას, ძალიან მორჩილად, კანონმორჩილად, უხმოდ, წყნარად, მშვიდად იტანს ამ ყველაფერს. მაშასადამე, ეს ხელოვნურად სჭირდებოდა მავანთა კლანს, რომელიც არა მხოლოდ ბიზნესს უკავშირდება, ბიზნესი კი არა ქვეყანა დაგვრჩება შორს და დღეს პარტია „კანონის და სამართლის“ ოფისში, რა თქმა უნდა გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად ყველანი ვაკეთებთ განცხადებას, რომ ამ დღემ ასე არ უნდა ჩაიაროს. უნდა დადგეს პრემიერ მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი“, განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.