პანკისის ხეობაში ნამყოფი ვარ, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში და მერეც. ადგილობრივი ქისტები მუდამ ამბობდნენ და ახლაც ასეა, რომ ისინი საქართველოს მიწა-წყალზე ცხოვრობენ და საქართველოს შვილები არიან (ოსებისგან განსხვავებით, რომლებიც შიდა ქართლს "სამხრეთ ოსეთს" უწოდებენ, ქისტებს არასდროს უწოდებიათ პანკისისთვის-"სამხრეთ ჩეჩნეთი"!)!!!
ჰოდა, რაც უბედურება დაგვატყდა თავს ოსურ-აფსუური სეპარატიზმის გამო, ხომ უნდა რაღაც დასკვნები გავაკეთოთ ზოგიერთმა მოპოლიტიკოსმა უგნურმა და ბრიყვმა ხელისუფლებამ?! თუ ამდენი არ გესმით, მაშინ რა გინდათ ხელისუფლებაში?! განა, არ იცით, რომ ვინც შუღლის ჩამოგდებას ცდილობდა და დღესაც ცდილობს ქართველებსა და საქართველოში მცხოვრებ კავკასიელებს შორის, რომ თითქოს ჩვენს შორის მუდამ სისხლისღვრა იყო და არაფერი დადებითი არ ყოფილა და არც იქნება, - ასეთი პოლიტიკოსები, ერთდროულად არიან ქართველების და კავკასიელების მტრები, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ ემსახურებიან რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესებს, რაც ზუსტად "ჯდება" იმპერიულ ფორმულაში, - "დაყავი და იბატონე"!!! ამიტომ, მუდმივი პროფილაქტიკური ღონისძიებები უნდა წარმოებდეს ასეთ რთულ მხარეში, პრევენციული მოქმედებანი, რაც მაღალპროფესიულ დონეზე უნდა კეთდებოდეს, რადგანაც ტერორიზმის საფრთხესთან ბრძოლამ, სეპარატიზმის კერის გაღვივება არ უნდა გამოიწვიოს!!! დღეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია რუსეთის მიერ, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფობრიობას და სუვერენიტეტს! დიახ, რუსეთის ხელშეწყობით ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია აფხაზური და ოსური სეპარატიზმის მეშვეობით, ანუ ოსები და აფხაზები გვტაცებენ საქართველოს მიწა-წყლის 22%-ს!!! ამის ფონზე, როგორ შეიძლება ამგვარი უჭკუო პოლიტიკის წარმოება და ახალი სირთულეების შექმნა ქვეყნის ამათუიმ რეგიონში, რაც პირდაპირ ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა!!!
P.S. ახლა კი, გამოხტებიან ათასი ჯურის "პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწენი", ლიბერასტები და ცრუპატრიოტები, დაიწყება სპეკულირება ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხზე, ხოლო საქართველოს სახელმწიფოებრიობა და მისი რეპუტაცია, მავანთა მიერ უკვე მერამდენედ შეილახა!..
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.