290-ამდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა შრი ლანკაში, სადაც კვირა დილით ეკლესიებსა და მდიდრულ სასტუმროებზე აფეთქებების სერია განხორციელდა. პოლიციის განცხადებით, დაკავებულია 24 ადამიანი, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ განახორციელა თავდასხმები.
როგორც BBC იუწყება, დაზიანებები აქვს მიღებული დაახლოებით 500 ადამიანს და გარდაცვლილთა შორის ათეულობით უცხოელია.
2009 წელს სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ ეს შრი ლანკაში ყველაზე სისხლიანი თავდასხმების სერია იყო.
აფეთქებების შესახებ პირველი ინფორმაცია კვირას, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 08:45 წუთზე გავრცელდა და დროის მცირე მონაკვეთში 6 აფეთქების შესახებ გახდა ცნობილი - სამი ეკლესიებში, სამი კი სასტუმროებში. იმ დროს კი, როცა პოლიციამ საპასუხო ზომების მიღება დაიწყო, კიდევ ორი სხვა აფეთქება მოხდა.
კვირას, მოგვიანებით საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ იმპროვიზირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა იქნა გაუვნებელყოფილი კოლომბოში, ქვეყნის მთავარი აეროპორტის სიახლოვეს.
უცნობი რჩება ვინ იდგა თავდასხმების უკან, მაგრამ პოლიციამ 24 პირი დააპატიმრა. მთავრობამ დარწმუნებით განაცხადა, რომ ზოგიერთ ადგილას მომხდარ აფეთქებაში თვითმკვლელები მონაწილეობდნენ.
პრესკონფერენციაზე ქვეყნის პრემიერ მინისტრმა რანილ ვიკრემესინგმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების სამსახურებს „გააჩნდათ ინფორმაცია“ შესაძლო თავდასხმების შესახებ, მაგრამ „არც მისი და არც მინისტრების ინფორმირება არ მომხდარა“.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა შრი ლანკაში მოგზაურთათვის გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა და მასში აღნიშნულია, რომ „ტერორისტულ თავდასხმებს შესაძლოა კვლავ ჰქონდეს ადგილი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.