ნინო ბურჯანაძე: რა უნდოდა სპეციალური დანიშნულების რაზმს პანკისში?.... დარწმუნებული ვარ, რაც აფხაზეთსა და ოსეთში ხდება, პანკისში არ განვითარდება
22-04-2019, 10:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირველყოვლისა, მადლობას ვუცხადებ პანკისის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც დღეს ცდილობა ვითარება განემუხტა და კომფლიქტი არ გაღრმავებულიყო. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილები. მინდა გავიხსენო, პანკისის ხეობის უხუცესების მიერ ერთი წლის წინ გამოქვეყნებულ წერილი, რომელიც ნამდვილად იყო ნიმუში, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდე საკუთარ ქვეყანას, თუ როგორ უნდა მიმართო ხელისუფლებას, როგორ ესაუბრო მათ, ვინც ქვეყნის ბედს წყვეტენ, თუმცა ჩვენმა უგუნურმა ხელისუფლებამ პანკისის უხუცესებს არ მოუსმინა არც ერთი წლის წინ", ასე გამოხმაურა პანკისში მიმდინარე მოვლენებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძერ.

 


ნინო ბურჯანაძე პროვოკაციებს არ გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დააყენა.

 


„დარწმუნებული ვარ, პანკისის მოსახლეობა არ აჰყვება პროვოკაციებს, მაგრამ როდესაც ხელისუფლება გყავს უგუნური, მოსახლეობამ რა უნდა ქნას? მე მაინტერესებს, რა უნდოდა სპეციალური დანიშნულების რაზმს პანკისში? ახლა რატომ ვიწყებთ მოლაპარაკებებს?

 


შს მინისტრი პანკისელებს მიმართავს და აცხადებს, რომ დები და ძმები ვართ. ეს არ არის შს მინისტრისთვის საჭირო ტერმინი, შს მინისტრი ასე არ უნდა საუბრობდეს.

 

 

მით უმეტეს მას შემდეგ რაც სპეციალური დანიშნულების რაზმით შედის რეგიონში. მაინტერესებს, რა უნდოდა სპეციალური დანიშნულების რაზმს პანკისში? ახლა რატომ ვიწყებთ მოლაპარაკებებს? როგორც წესი, კონფლიქტის შემთხვევაში მხარეს ჯერ ელაპარაკებიან და შემდეგ იღებენ ზომებს.

 


ხელისუფლება არაფერს უწევს ანგარიშს. წარმოიდგინეთ, რაც ხდება პანკისს ხეობაში და როდესაც ამ კადრებს უყურებენ ცხინვალში, აფხაზეთში, რა დასკვნა შეიძლება, გამოიტანონ? მე ვფიქრობ მათი რეაქციების განჭვრეტას განსაკუთრებული პოლიტიკური ალღო არ სჭირდება. დარწმუნებული ვარ, მსგავსი მოვლენები, რაც აფხაზეთსა და ოსეთში ხდება, პანკისში არ განვითარდება, მაგრამ როდესაც არ უფრთხილდები იმ ადამიანებს, ვინც საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არიან, ბუნებრივია, ამას გაცილებით მძაფრად აღიქვამენ საქართველოს იურისდიქციის გარეთ მყოფი აფხაზები და ოსები.

 


ბატონო ბიძინა, ის რაც დღეს ეს იცით რისი ბრალია? იმის რომ თქვენ როგორც კორპორაციას, ისე მართავთ ქვეყანას, იმის ბრალია, რომ თქვენ ბიზნესის და ფულის შოვნით წყვეტთ სახეკმწიფო მნიშვნელობის საკითხებს. მოგიხმობთ გონიერებისკენ, თქვენმა ხელისუფლებამ ყველა ღონეს უნდა მიმართოს რომ ვითარება არ გამწვავდეს და ახალი კომფლიქტის კერა არ მივიღოთ, უნდა გესმოდეს რომ საქართველო არის მძიმე რეგიონი და ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს", განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, როგორც ამას პარტიის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი