უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კომიკოსმა ვლადიმერ ზელენსკიმ დამაჯერებლად გაიმარჯვა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თითქმის ყველა უბანი დათვლილი აქვს და ზელენსკის ხმების 73 პროცენტზე მეტი აქვს მიღებული.
პოროშენკომ აღიარა დამარცხება, მაგრამ მხარდამჭერებს უთხრა, რომ შეიკრიბონ კიევში. მან თქვა, რომ პოლიტიკის დატოვებას არ აპირებს.
„მე არასოდეს გიღალატებთ“, უთხრა ზელენსკიმ თავის მხარდამჭერებს.
მან დაამატა: „მაშინ როცა მე ოფიციალურად ჯერ არ ვარ პრეზიდენტი, როგორც უკრაინის მოქალაქემ შემიძლია ვუთხრა ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყანას: ‘შეგვხედეთ ჩვენ! ყველაფერი შესაძლებელია!’“
მილიარდერ პეტრო პოროშენკოს, რომელიც უკრაინის სათავეში 2014 წლიდან იმყოფება, ხმების 24.45 პროცენტი აქვს მიღებული.
41 წლის პოლიტიკური გამოცდილებს არმქონე ზელენსკი პოლიტიკურ სატირულ დრამაში მონაწილეობითაა ცნობილი, რომელშიც მისი გმირი შემთხვევით ხდება უკრაინის პრეზიდენტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.