„ევროპული საქართველო", პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებს პარლამენტში იბარებს.
როგორც პარტიის წარმომადგენელმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, გიორგი გახარიამ და ნათია თურნავამ ხეობაში მომხდართან დაკავშირებით, შეკითხვებს უნდა უპასუხონ.
„უნდა მობრძანდეს პარლამენტში როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი გახარია, ასევე ეკონომიკის ახალი მინისტრი და გაგვცენ პასუხები მარტივ კითხვებზე - რა გადაწყვეტილებები ჰქონდათ მიღებული, რატომ დაგეგმეს ასე, რატომ გაირკვა, რომ ის, რამაც გამოიწვია ეს პრობლემა თურმე გადალახვადი იყო და აუცილებელი იყო ასეთ შეტაკებას ჰქონოდა ადგილი, რომ გადაეფიქრებინათ თავიანი პოზიცია? რამხელა უპასუხისმგებლობაა ასე ჯერ მოქმედება და მერე ფიქრი,რაც ზოგადად ივანიშვილის გუნდს ახასიათებთ. სხვადასხვაგვარად იქცევიან სხვადასხვა ადგლებში და კანონის უზენაესობას თვითონა რ იცავენ. ეს რეგიონი არის მიტოვებული და ხელისუფლების როგორც კანონის უზენაესობის დამცველის ფუნქციას წლებია ვერ და არ ასრულებს. ვიმეორე, ყველაზე ცუდია, როცა ჩვენს მოქალაქეებს და განსაკუთრებით ასეთ სარისკო რეგიონში აქვთ წარმოდგენა და ამ შემთხვევაში საფუძვლიანი, რომ ხელისუფლება არის თან სუსტი და თან უსამართლო", განაცხადა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.