„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ხელისუფლების მიუტევებელ შეცდომას უწოდებს.
მისი თქმით, „ბეწვზე გადავურჩით, შეიძლებოდა გაცილებით უარესი მომხდარიყო".
„ეს იყო ხელისუფლების მიუტევებელი შეცდომა, ეს იყო პირდაპირი დანაშაული სპეცსამსახურების და ასევე შს სამინისტროსი, რომელებმაც ვერ შეაფასეს სწორად არსებული ვითარება. ბეწვზე გადავურჩით, შეიძლებოდა გაცილებით უარესი მომხდარიყო. 5 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური ეს ჩვენი ენერგეტიკისთვის არის წვეთი ზღვაში. ისევე, როგორც სწორად აშენების შემთხვევაში ბუნებისთვის მიყენებული ზიანი ასეთი ჰესის მიერ არის მინიმალური. ამ მოვლენების სწორად ახსნის მოსახლეობასთან დიალოგის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო სხვა შედეგი მიგვეღო. თუ გავითვალისწინებთ იმ რთულ სპეციფიკას, ამ რეგიონში ადამიანების ცხოვრების ტრადიციულ სტილს და განსაკუთრებულ განცდას ბუნებისადმი, თუ მათ არ უნდათ, ეს ჰესი არ უნდა აშენებულიყო. ეს არის ელემენტარული, ეს ვერ შეიგნო ხელისუფლებამ და მთლიანობაში ყველაფერზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრებათ მათ", უთხრა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.