2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ კაპრალის ვახტანგ გზირიშვილს 23 აპრილს 31 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი მებრძოლი დღეს მშობლიურ 173-ე საჯარო სკოლაში გაიხსენეს, რომელსაც მისი ხსოვნის პატივსაცემად მოგვიანებით ვახტანგ გზირიშვილის სახელი ეწოდა.
სკოლის საკონცერტო დარბაზში მოსწავლეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის - აფხაზეთსა და 2008 წლის აგვისტოს ომებში დაღუპული მამა-შვილი ბადრი და ვახტანგ გზირიშვილები გაიხსენეს და მათ განვლილ ცხოვრებაზე თეატრალური წარმოდგენა გამართეს. სკოლის ფოიეში კი, დაღუპული სამხედროს პირადი ნივთებისა და სამხედრო ფორმის გამოფენა მოეწყო.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, კაპრალ ვახტანგ გზირიშვილსი დედა - მარინა გზირიშვილი, ომის ვეტერანი პარლამენტარები, ვახტანგ გზირიშვილის თანამებრძოლები და ოჯახის წევრები დაესწრნენ.
2007 წლიდან ვახტანგ გზირიშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მეტყვიამფრქვევედ მსახურობდა. 20 წლის ქართველი სამხედრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სოფელ ტბეთთან საბრძოლო ოპერაციის შესრულებისას, ცხინვალის რეგიონიდან დაჭრილი სამხედროების სამშვიდობოზე გადმოყვანისას, რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად მძიმედ დაიჭრა და მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი დაჯილდოებულია მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“. გარდაცვალების შემდეგ კაპრალს, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი მიენიჭა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.