თბილისის მერია: წყნეთში არსებული მეწყერდამცავი კედლის მდგომარეობა შემოწმებულია სპეციალისტების მიერ და იგი ამ ეტაპზე არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს
22-04-2019, 20:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყნეთში არსებული მეწყერდამცავი კედლის მდგომარეობა შემოწმებულია სპეციალისტების მიერ და იგი ამ ეტაპზე არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ამის შესახებ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

 

 

„გვინდა გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ ინფორმაციას წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ დამცავ ჯებირთან დაკავშირებით და განვმარტოთ, რომ ინფორმაცია შეიცავს მთელ რიგ უზუსტობას. სავარაუდოდ, საუბარია თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზაზე განთავსებულ საყრდენ კედლებზე, რომელთა მშენებლობაც არა 10 თვის წინ, არამედ 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და ამავე წლის დეკემბერში დასრულდა.

 


სამშენებლო სამუშაოები კომპანია “ჯეუ გრუპმა” აწარმოა, რომლისთვისაც პროექტზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 702 606 ლარი დაიხარჯა. კედელმა 2016 წელს მომხდარი სტიქიის დროს დამცავი ფუნქცია შეასრულა.

 


რაც შეეხება ნაშალ მასას, მისი გაწმენდა არ მოხდა გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, რადგან იგი შემაკავებელ ფუნქციას ასრულებს.

 


გაცნობებთ, რომ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ გეგმიურად მოხდება კედლის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს პროექტირება, რომლის დასრულების შემდეგაც, კონტრაქტორი კომპანია დაიწყებს რეკონსტრუქციის სამუშაოებს", აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი