23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნება
23-04-2019, 10:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარე ტერიტორიასა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება თბილისის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით ტარდება.

 

 

23 აპრილს, 12:00 საათიდან - მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. 20-ზე მეტი ქართველი გამომცემელი და გამავრცელებელი აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, წიგნებს განსაკუთრებული ფასდაკლებით წარმოადგენს. მთელი დღის განმავლობაში, პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში თანამედროვე ქართველ ავტორებთან შეხვედრები, ახალი გამოცემების წარდგინებები, ასევე, წიგნებთან, განათლებასთან და საავტორო უფლებებთან დაკავშირებული აქტივობები გაიმართება.

 

 

წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიციას საქართველო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით შეუერთდა. უკვე 16 წელია წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებით ყოველწლიურად აღინიშნება. 2003 წლიდან კი საქათველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 23 აპრილი წიგნის სექტორის მუშაკთა პროფესიულ დღედ გამოცხადდა.

 

 

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი