საქართველო და პორტუგალია დროებითი შრომითი მიგრაციის შესახებ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
23-04-2019, 12:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პორტუგალია მზად არის, საქართველოსთან ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობისთვის. აღნიშნული საკითხი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და პორტუგალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანის ლისაბონში ვიზიტის დროს განიხილეს.

 

 

პორტუგალიის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოსთან დროებით ლეგალურად დასაქმების საკითხებში თანამშრომლობაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კერძოდ, უკვე განისაზღვრა შესაბამისი საკონტაქტო პირები და აღნიშნულ საკითხზე იგეგმება საქართველოს დელეგაციის ვიზიტი პორტუგალიაში, რა დროსაც მოხდება თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა.

 

 

როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის განვითარება პრიორიტეტულია.

 

 

უმნიშვნელოვანესია, რომ საფრანგეთთან ხელმოწერილი შეთანხმების შემდგომ, პორტუგალია იქნება ევროკავშირის წევრი კიდევ ერთი ქვეყანა, ვისთანაც საქართველო ამ მიმართულებით შეთანხმებას გააფორმებს.

 

 

აღინიშნა, რომ ეს კარგი შესაძლებლობა იქნება ქართველი სპეციალისტებისთვის, დასაქმდნენ და კვალიფიკაცია აიმაღლონ, ასევე შეთანხმება ხელს შეუწყობს მიგრაციული პროცესების დარეგულირებას.

 

 

აღსანიშნავია, რომ საქართველო აქტიურად აგრძელებს შრომითი მიგრაციის სფეროში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობას.

 

 

როგორც ცნობილია, უკვე ძალაში შევიდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება „კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“.

 

 

მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა უახლოეს მომავალში შეთანხმების პრაქტიკული იმპლემენტაცია დაიწყოს.

 

 

შრომითი მიგრაციის საპილოტე პროექტი მიმდინარეობს პოლონეთთან, დროებითი შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე ისრაელთან და ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი