თუ პარლამენტის და კომიტეტის კედლები აშინებს გიორგი გახარიას, მე მას ვთავაზობ - ჩემი ხელით მოვუდუღებ ყავას, მობრძანდეს, ოღონდ ამით ის სერიოზული პასუხების გაცემას ვერ გაექცევა, ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას.
ხოშტარია ამბობს, რომ პანკისის ხეობაში რამდენიმე დღის წინ გავითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა არსებობს.
„მთავარი კითხვა არის ის, რომ აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზით, ჩვენ დავინახეთ, რომ მინისტრები და სახელმწიფო ამოეფარნენ სპეცრაზმელებს და ჩვენ ვუყურეთ ძალიან სახიფათო კადრებს.... აბსოლუტად გაუგებარია, ჩვენი ხელით რატომ ვაფეთქებთ ასეთ საშიშ სიტუაციას", უთხრა „რუსთავი 2"-ს ელენე ხოშტარიამ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც „ევროპულმა საქართველომ" გუშინ პარლამენტში დაიბარა, განაცხადა გუშინვე, რომ იგი „მინისტრის საათის" ფორმატში გეგმავს მისვლას საკანონმდებლო ორგანოში, ხოლო თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს სურს დამატებით მისი ნახვა, შეუძლიათ დაპატიჟონ ყავაზე და მივა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.