წიგნის ჩუქების დღესთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში გამოფენა სათაურით ,,წიგნი-კაცობრიობის საგანძური" მოეწყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბიბლიოთეკაში და კერძო კოლექციებში დაცული უნიკალური და ბიბლიოგრაფიული გამოცემები.
აქციას "აჩუქე წიგნი" შეუერთდა ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკა მაისურაძე და ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მათ ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს.
ინფორმაციას ონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.