თბილისის მერი ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
23-04-2019, 15:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკის რეაბილიტაციას აწარმოებს. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.

 

 

პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 71 313 კვადრატული მეტრია, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, ე.წ. მშრალი ტიპის შადრევანი, სამაგიდო თამაშებისა და შინაური ცხოველების სასეირნო არეალები, ღია საგამოფენო სივრცე და ამფითეატრი განთავსდება. ასევე, მოეწყობა სარბენი და ველობილიკები.

 

 

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნული პარკი მოქალაქეების საყვარელი დასასვენებელი ადგილი გახდება.

 

 

„ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეა დაიწყო. პარკის ტერიტორია დაახლოებით, შვიდი ჰექტარია. პარკი სრულად მოწესრიგდება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საფეხმავლო ბილიკებს. ასევე, მოეწყობა სარბენი და ველობილიკები, ბავშვებისთვის სპეციალური სათამაშო ზონები, სატრენაჟორო სივრცეები, საფეხბურთო მოედანი. განახლდება კორტების ნაწილი და მოეწყობა ამფითეატრი. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, საკმაოდ კარგი სივრცე გამოვა და შეიძლება ითქვას, საჩვენებელიც კი იქნება, თუ როგორი პარკები და სკვერები გვჭირდება დედაქალაქში. აღნიშნული პარკით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს და დარწმუნებული ვარ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აქ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად, კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოვა“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

სამუშაოების ფარგლებში, არსებული დიზაინით შენარჩუნდება და სრულად რეაბილიტირდება პარკის შესასვლელი კოლონები და ცენტრალური ბილიკი. პარკის ტერიტორიაზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და სხვადასხვა სახეობის 850-მდე მცენარე დაირგვება. ასევე, განახლდება ცოცხალი ღობეები და მოეწყობა გარე განათების სისტემა.

 

 

პროექტის ღირებულება 4 722 237 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმება.

 

 

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილეებმა მაია ბითაძემ და ირაკლი ბენდელიანმა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა, ნაძალადევის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ, ასევე, რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატებმა საკრებულოში თამარ ტალიაშვილმა და მიხეილ ამაშუკელმა დაათვალიერეს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი