მთაწმინდის გამგეობამ, პანთეონისა და მამა დავითის მონასტერთან მისასვლელი გზის ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.
პროექტი ჭონქაძის ქუჩის კვეთიდან, მთაწმინდისა და ყიფიანის ქუჩებზე სავალი გზის რამდენიმე მონაკვეთს მოიცავს, სადაც არსებული დაზიანებული რიყის ქვის საფარი ბაზალტის ქვაფენილით ჩანაცვლდება.
საგზაო ინფარსტრუქტურა 1300 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება. ტროტუარების გასწვრივ 400 გრძივი მეტრი ბორდიური მოეწყობა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე, მიმდინარეობს 160 გრძივი მეტრი ახალი სანიაღვრე არხის მოწყობა, რომლის არარსებობის გამო, უამინდობის დროს, ყიფიანისა და მთაწმინდის ქუჩებზე ნიაღვარი ღიად მოედინებოდა. უხვი ნალექი იწვევდა, როგორც ინფრასტრუქტურის დაზიანებას, ასევე, აფერხებდა საგზაო მოძრაობას და მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას.
საგზაო სამუშაოები, რომელსაც კომპანია „ლატი+“ ახორციელებს, ზაფხულში დასრულდება. პროექტის ღირებულება 240 000 ლარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.