თბილისში კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ამჯერად სამგორის რაიონში, ვარკეთილის მესამე მასივში შენდება.
პროექტის მიმდინარეობას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გაეცნო. მისი თქმით, დაწესებულების ამოქმედების შედეგად, 230-ით მეტ ბავშვს მიეცემა სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა.
„დავიწყეთ კიდევ ერთი ბაგა-ბაღის მშენებლობა. აქ 8 ჯგუფი იფუნქციონირებს, რაც ნიშნავს, რომ დაწესებულება მიიღებს 230 აღსაზრდელს, დაასაქმებს 60-მდე ადამიანს. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, უზრუნველყოფილი იქნება სახანძრო უსაფრთხოება, დამონტაჟდება ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები და დაცული იქნება ბავშვთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა სტანდარტი“, განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
მისივე თქმით, მშენებლობის დასრულება წლის ბოლოსათვის იგეგმება.
სამგორის რაიონში ამჟამად 27 ბაღია, მომავალი წლიდან კი ეს რიცხვი 29-მდე გაიზრდება.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.