მე კარგად მახსოვს, როცა ხელისუფლებაში მოვდიოდით „ქართული ოცნება“, ვიძახდით, რომ ერთი ლარი ბიზნესში სააკაშვილის არისო და მაინტერესებს ეს ერთი ლარი აქციზში წავიდა, თუ ვიღაცის ჯიბეში წავიდა ისევ?“, მიმართა მმართველი პარტიის ყოფილმა წევრმა, დავით ჭიჭინაძემ ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს პარლამენტში.
ჭიჭინაძე დაინტერესდა საწვავის ხარისხის რატომ არ კონტროლდება.
„აქციზის ზრდა რომ მოხდა საწვავში, ხარისხის ზრდა რატომ არ ხდება? პოლიეთილენი თუ იყო ყველაზე მთავარი ამ ქვეყანაში ეკოლოგიის დამაბინძურებელი და საწვავი არაფერ შუაშია და ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯები არ იდგმება, არაფრის კონტროლი არ ხდება მარტო აქციზის ზრდა ხდება", განაცხადა ჭიჭინაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.