ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთშია. კიმ ჩენ ინის ჯავშანმატარებელმა ჩინეთი-რუსეთის საზღვარი გამთენიისას გადაკვეთა.
კიმ ჩენ ინს თან რამდენიმე მაღალჩინოსანი ახლავს, მათ შორის კორეის არმიის გენერალური შტაბისა და საგარეო უწყების ხელმძღვანელები.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჩასვლამდე ვლადივოსტოკში ფხენიანიდან ორი თვითმფრინავი ჩაფრინდა, სადაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ვლადივოსტოკში კიმ ჩენ ინსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სამიტი 25 აპრილს გაიმართება.
კიმ ჩენ ინი რუსეთს ვიზიტად პირველად ესტუმრა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი გახდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.