კახა კალაძე: ტაქსების 1 500-მდე მფლობელს ფერის შეცვლისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერების მიღების ვადა გაუხანგრძლივდება
24-04-2019, 11:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტაქსების 1 500-მდე მფლობელს ფერის შეცვლისა და ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერების მიღების ვადა გაუხანგრძლივდება, ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

 

როგორც მან აღნიშნა, მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველიდან 15 მაისის ჩათვლით, შესაბამის კომპანიას - taxi.tbilisi.gov.ge-ზე მითითებულ ნებისმიერ მისამართზე მიმართონ.

 

 

„ტაქსების რეფორმა, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება, სატრანსპორტო პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. რეფორმის პარალელურად, რა თქმა უნდა, ტაქსების მფლობელებთან მჭიდრო კომუნიკაციას განვაგრძობთ. სპეციალურ საინიციატივო ჯგუფთან, რომელიც მძღოლების მიერაა შექმნილი, საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დასახელებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ტექნიკური დათვალიერების გავლიდან ორი კვირის ვადაში, უფლებამოსილი არიან, შესაბამის კომპანიას მიმართონ და როგორც გადაღებვის ან ფირის გადაკვრის, ასევე, ქიმწმენდის ვაუჩერები აიღონ“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

მისივე თქმით, კომუნიკაციის ფარგლებში, გამოიკვეთა, რომ არსებობს ტაქსის მფლობელთა გარკვეული ჯგუფი, რომლებმაც ორი კვირის ვადაში სხვადასხვა მიზეზის გამო, შესაბამის კომპანიას ვაუჩერის მისაღებად არ მიმართეს.

 

 

„საუბარია დაახლოებით, ნებართვის მფლობელ 1 500-მდე ტაქსზე, რომლებსაც გავლილი აქვთ ტექნიკური ინსპექტირება, ეკუთვნოდათ ვაუჩერები, თუმცა იმის გამო, რომ ორკვირიან ვადაში შესაბამის კომპანიას ვერ მიმართეს, ვაუჩერის გარეშე დარჩნენ. გვქონდა შეხვედრა საინიციატივო ჯგუფთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათ ვაუჩერის მიღების ვადა გავუხანგრძლივოთ. ამ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, პირველი მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, შესაბამის კომპანიას taxi.tbilisi.gov.ge-ზე მითითებულ ნებისმიერ მისამართზე მიმართონ და როგორც ფერის შეცვლის, ასევე, ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი მიიღონ“, აღნიშნა თბილისის მერმა.

 


მისივე თქმით, ტაქსის 1 500-მდე მძღოლს აღნიშნული პრობლემა მოუგვარდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი