„დისკუსია ძალიან კონსტრუქციულად და საინტერესოდ წარიმართება, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, სრული შეთანხმებით მოვახერხებთ ცვლილებების მომზადებას ოთხივე საკითხთან დაკავშირებით“, ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მართლმსაჯულების მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით, ბორჯომში მიმდინარე სამუშაო ჯგუფის შეხვედრას.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ჯგუფის წევრები რეფორმის მეოთხე ფაზის ოთხ ძირითად საკითხზე მსჯელობენ, რომლებიც სასამართლოს გადატვირთულობას, დისციპლინურ წარმოებას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უკავშირდება.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, გამართული წარმატებული დისკუსიის შედეგად, ჯგუფი დისციპლინური წარმოებისა და სასამართლოს გადატვირთულობის საკითხებთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერებას სრული კონსენსუსით შეძლებს.
ისივე თქმით, გასვლითი სამუშაო შეხვედრის მეორე დღე იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეთმობა და დისკუსია აღნიშნულ საკითხებზეც კონსტრუქციულად წარიმართება.
„იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმაც არის პრიორიტეტი, მოგეხსენებათ, სკოლის რეფორმასთან არის მიბმული, მათ შორის, სრული გადასვლა უვადო დანიშვნის წესზე, რაც უნდა განხორციელდეს 2024 წლის ბოლოდან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სკოლის რესურსების გაძლიერება და შესაბამისი ცვლილებების ასახვა, მათ შორის, კანონმდებლობაში და დღესვე გვექნება, ასევე, დისკუსია, საბჭოსთან დაკავშირებით“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ შესაბამისი კანონპროექტები მაისის მეორე ნახევარში უნდა იქნას მომზადებული და ინიცირებული, რაც პარლამენტს საშუალებას მისცემს, შესაბამისი პაკეტი ივნისის ბოლომდე მიიღოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.