არ დავმალავ, მივესალმები კახი კახიშვილის დაწინაურებას სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრად, აგრეთვე, გიორგი მღებრიშვილის დანიშვნას შსს მინისტრად. უწინარესად, ჩემი პოზიტიური განწყობა ამ საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით განპირობებულია იმით, რომ ორივე ეს პიროვნება გამოირჩევა განსაკუთრებული პროფესიონალიზმით, სახელმწიფოებრივი აზროვნებით და ძლიერი მენეჯერული თვისებებით, რაც აგრერიგად საჭიროა საქართველოსთვის დღევანდელ რთულ ვითარებაში! ამავდროულად, მინისტრები მღებრიშვილი და კახიშვილი, უსათუოდ გააძლიერებენ პრემიერ ღარიბაშვილის პოლიტიკურ გუნდს, რის შედეგადაც შეწყდება ყოველგვარი "მითქმა–მოთქმა", ღარიბაშვილის პოზიციების დასუსტების შესახებ!!..
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.