„შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ეს კანონპროექტი იძლევა მაღალკვალიფიციური, კეთილსინდისიერი მოსამართლეების შერჩევის არა მარტო საშუალებას, არამედ გარანტიასაც და ამის ნათელი მაგალითი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს პარლამენტი, როდესაც დაამტკიცებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს“, ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.
ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მიერ, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„ჩვენ გავწერეთ კანონპროექტი, რომელიც ეფუძნება საერთო ინტერესს - საერთო ინტერესი არის მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი ადამიანების შერჩევა უზენაესი სასამართლოსთვის და ეს კანონპროექტი ადგენს უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას, რომელსაც არ აქვს ანალოგი არცერთ ევროკავშირის ქვეყანაშიც კი. შეუძლია, ნებისმიერს, გადაამოწმოს ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების კანონმდებლობა, პრაქტიკა და გამოცდილება. არსად ამის მეათედიც კი არ არის გაწერილი. აქედან გამომდინარე, პროცესის შეჩერების არავითარი საფუძველი არ არსებობს, პირიქით, ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი მოტივაცია იმისა, რომ საბოლოოდ მივიღოთ ეს კანონი, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს პროცესი, რომლის საბოლოო შედეგი იქნება მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ოპონენტების მოთხოვნასაც, რომ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე უნდა დაბრუნდეს.
„ამის საფუძველი არ არსებობს, იმიტომ, რომ კანონპროექტი არის მაქსიმალურად დახვეწილი და ასახავს იმ ინტერესს, რასაც ჰქვია მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების ინტერესი. არის მაქსიმალურად დახვეწილი, თუ ერთი ოპონენტი მაინც მოიტანს ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის მაგალითს, სადაც ამის მეათედი მაინც არის გაწერილი, მაშინ ჩვენ შეიძლება დავაბრუნოთ მეორე მოსმენაზე ეს კანონპროექტი. ევროკავშირის ვერცერთი ქვეყნის ვერცერთ მაგალითს ვერ მოგვიყვანთ, სადაც ამის მეათედიც კი არის გაწერილი. ეს არის ყველაფრის ნათელი დასტური“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.