საბურთალოს რაიონში, ორ მისამართზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. შესაბამისი სამუშაოები ფანასკერტელის ქუჩა N16-ში და პეტრიწის ქუჩაზე, N5ა კორპუსის მიმდებარედ ჩატარდა.
რეკრეაციულ სივრცეებში საბავშვო გასართობი მოედნები განთავსდა, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, განათების სისტემა, დაიგო რულონური ბალახი და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.
დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.
„საბურთალოს რაიონს კიდევ ორი გამწვანებული და კეთილმოწყობილი სივრცე შეემეტა, სადაც დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა ნებისმიერი ასაკის ადამიანს ექნება. ამ დროისთვის, რაიონში სკვერის რეაბილიტაცია ათ მისამართზე მიმდინარეობს. ვცდილობთ, ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად კომფორტული გარემო შევუქმნათ. მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო ატრაქციონები, რომლებიც სკვერებში მონტაჟდება, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან არის დამზადებული. ასევე, დიდ ყურადღებას ვაქცევთ გამწვანების სამუშაოებს - ირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები. რეკრეაციული ზონების მოწყობას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ“, განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.
ორივე პროექტის განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 217 779 ლარი გამოიყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.