კრწანისში ლიბერთის განახლებული ფილიალი გაიხსნა
25-04-2019, 11:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კრწანისში (გორგასლის ქუჩა 37) ლიბერთის განახლებული ფილიალი გაიხსნა, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.

 

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები პირველად ისარგებლებენ სრულად ადაპტირებული საბანკო მომსახურებით. ეტლით მოსარგებლე პირები პანდუსით მოხვდებიან ადაპტირებულ სივრცეში, სადაც მათ სწრაფად და კომფორტულად მოემსახურებიან. ასევე, სპეციალური მომსახურებით ისარგებლებენ მეტყველება და სმენადაქვეითებული პირები.

 

 

უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულ პირთა მომსახურებისთვის განკუთვნილია ადაპტირებული ე.წ. ხმოვანი ბანკომატი და მაქსიმალურადაა გამარტივებული საბანკო პროცედურები.

 

 

,,მომსახურების მაღალი სტანდარტების დანერგვა და მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა, ჩვენი ახალი სტრატეგიის მთავარი ნაწილია. სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ ფილიალების განახლების პროცესი. კრწანისის ფილიალის ადაპტირება თანამედროვე, საერთაშორისო ტექნოლოგიების დანერგვითა და სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდა. აღნიშნული პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცენტრალურ რაიონებსა და რეგიონებშიც გაგრძელდება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მსგავსი ტიპის ადაპტირებული საბანკო სერვისებით არაერთ ფილიალში ისარგებლებენ", განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი