„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე როდინაულის, ცხენთაროს და სადგურ სვირის მოსახლეობას შეხვდა
25-04-2019, 11:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე, საპარლამენტო უმრავლესობს წევრებთან ერთად, სოფლების - როდინაულის, ცხენთაროს და სადგურ სვირის მოსახლეობას შეხვდა.

 

 

მმართველი გუნდის წევრებმა - რატი იონათამიშვილმა, ვანო ზარდიაშვილმა და ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე ისაუბრეს და ადგილობრივებს, „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

 

 

„თქვენი ხმა არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ადგილობრივმა მოსახლეობამ, თქვენი წვლილი უნდა შეიტანოთ გიორგი გოგლიჩიძის გამარჯვებაში, რომელიც არის სამართლიანობის, პრინციპულობის, ბრძოლის, ვაჟკაცობის, უკეთესი ზესტაფონის გარანტია. მას შეუძლია ყველაზე ახლოს იყოს ხალხთან და თქვენთან ერთად ის ძალიან ბევრ რამის გაკეთებას შეძლებს“, მიმართა ადგილობრივ მოსახლეობას რატი იონათამიშვილმა.

 

 

ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ როდინაულის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა. მათ შორისაა, გაზიფიცირების მასშტაბური პროექტი, რომელიც დეპუტატის თქმით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ზესტაფონის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე წლიდან დაიწყება.

 

 

გაზიფიცირებასთან ერთად, სოფელ ცხენთაროში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, სასოფლო გზის აღდგენა და სხვა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც იგეგმება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი