თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის ცენტრში საგზაო ინფრასტრუქტურისა და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროცესები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ბონდო სოფრომაძემ ადგილზე დაათვალიერა და მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს პროექტის დეტალებზე ესაუბრა.
თერჯოლის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბორანი “ შეასრულებს და მასზე რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 517 237 ლარი დაიხარჯება.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება შადრევანი; მოეწყობა 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელობის სკვერი; დაიგება ასფალტის გზა; მოეწყობა სანიაღვრე არხები, ბორდიური, ტროტუარი. ასევე მოხდება წყლის მილების შეცვლა, რაც გააუმჯობესებს მოსახლეობის წყალმომარაგებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.