ირაკლი კობახიძე: „ყველას მოვუწოდებ, რომ ნაცვლად ასეთი არასწორი განცხადებებისა, იაქტიურონ საერთაშორისო დონეზე, რათა ერთად მივაღწიოთ შესაბამის მიზნებს“
25-04-2019, 16:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ყველა ფორმატი გამოიყენება, რომ მაქსიმალურად გავამახვილოთ საერთაშორისო პარტნიორების, მეგობრების ყურადღება ოკუპაციის პრობლემასა და ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან. აქედან გამომდინარე, კრიტიკას საფუძველი არ აქვს“, აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

 

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ოპონენტთა განცხადებასაც, რომ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, რათა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია საერთაშორისო სანქციების პაკეტში შესულიყო.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიმდინარეობს კონკრეტული აქტივობები და შესაბამისი მხარდაჭერა უკვე დააფიქსირა ლიეტუვამ.

 

 

„ასევე, გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან ძალიან კონკრეტული საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშესახები იყოს მათი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ვაქტიურობთ მაქსიმალურად. ამ აქტიურობაში არის ჩართული როგორც უმრავლესობა, ასევე, ოპოზიცია, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატებში“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე ყველა მხარეს, საერთო მიზნების მისაღწევად, საერთაშორისო დონეზე, ერთობლივი აქტიურობისკენ მოუწოდებს.

 

 

„ყველას მოვუწოდებ, ნაცვლად ასეთი არასწორი განცხადებებისა, იაქტიურონ საერთაშორისო დონეზე იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიოთ შესაბამის მიზნებს. ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი, ამიტომ დამტკიცდა სწორედ ორპარტიული სახით შესაბამისი რეზოლუცია, არა მარტო ეს რეზოლუცია, არამედ საგარეო პრიორიტეტების შესახებ რეზოლუცია, რომ ვთანხმდებით ჩვენს საერთო ეროვნულ გამოწვევებთან დაკავშირებით და ნაცვლად ასეთი საუბრისა, ალბათ, ჯობია, რომ ყველამ ყურადღება გავამახვილოთ და აქცენტი გავაკეთოთ ჩვენს ერთობლივ აქტივობებზე და თანამშრომლობაზე საერთაშორისო პარტნიორებთან და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება პროცესი“, განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი