აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ტრადიციულად სააღდგომო ნობათის დარიგება დაიწყო. შეჭივრებულ ოჯახებთან ერთად, კვების პროდუქტები ,,ინკლუზიური ცენტრის'' ბენეფიციარებსაც გადაეცათ.
,,ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, მინდა მივულოცო ყველა ქრისტიანსა და სრულიად საქართველოს. დღეს, პირადად შევხვდით იმ მოქალაქეებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა, დახმარება, გულისხმიერება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან 0-დან 65 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, შშმ ბავშვებისთვის, სამამულო ომის მონაწილეებისა და დედ-მამით ობოლი ბავშვებისათვის 12095 ლარი გამოიყო. 295 ბენეფიციარმა უკვე მიიღო 41 ლარის ღირებულების კვების პროდუქტები, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სოციალური პროგრამიდან, ასევე 100-100 ლარი ჩაერიცხა ,,სათნოების სახლის'' 180 ბენეფიციარს’’, განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა.
სააღდგომო ნობათის დარიგების აქციაში, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებთან ერთად, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ჩაერთნენ.
ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.