ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან, დიმიტრი საყვარელიძესთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელთან ერთად, სოფელ ჭალასა და სოფელ ქვედრულაში მდინარეებზე (ჭალურა, ქვედრულა) სახიდე გადასასვლელებისა და ნაპირსამაგრების მოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებით, შემსრულებელი კომპანიის შპს “რაჭა 2005“ის, პროექტის ავტორის შპს “გეომეფის“ და შპს “ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველებთან გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს სამუშაოების მიმდინარეობის ვადები და პროექტის კორექტირების აუცილებლობის საკითხი.
პროექტის დასრულების ვადა: მდინარე ჭალურაზე 2019 წლის 5 სექტემბერი, ხოლო მდინარე ქვედრულაზე 2019 წლის 10 აგვისტოა.
დღეის მდგომარეობით, სამუშაოების გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა არ შეინიშნება, მეწარმის მიმართ შენიშვნები არ გამოკვეთილა.
ინფორმაციას ონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.