გლდანის რაიონში სამი ახალი სპორტული მოედანი მოეწყო
25-04-2019, 19:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავჭალას სამი ახალი სპორტული მოედანი შეემატა. ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სამ მისამართზე - ლიბანის ქ. N6 კორპუსისა და N119 საჯარო სკოლის მიმდებარედ, ასევე, მონასტრისა და ბაღნარის ქუჩებზე სპორტული მოედნების კაპიტალური მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.

 

 

ახალი მოედნების მოწყობის პარალელურად, ორ მისამართზე - ავჭალაში, ანდრონიკაშვილის N145 და გლდანის მეორე მიკრორაიონის N27 კორპუსთან სპორტული მოედნების სრული რეაბილიტაცია ჩატარდა.

 

 

პროექტის ფარგლებში, უკვე მოეწყო ლითონის მავთულბადეები, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი, განთავსდა ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი.

 

 

დასრულებულ სამუშაოებს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, კობა კობალაძესა და შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.



„სამ მისამართზე სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოვაწყვეთ, ორ მისამართზე კი არსებულის რეაბილიტაცია განვახორციელეთ. ახალგაზრდებისთვის სპორტული სივრცეები აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის გლდანის რიონის გამგეობა წლის განმავლობაში არაერთი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციას განახორციელებს. მონასტრის, ბაღნარისა და ლიბანის ქუჩის მოსახლეობას შეუძლია, სრულიად ახალი, კომბინირებული სპორტული მოედნებით ისარგებლოს“, განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.



სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა შპს „პე-ბემ“ განახორციელა, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 207 089 ლარი დაიხარჯა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი