იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა საჩხერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელეს
25-04-2019, 22:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საჩხერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ და მოადგილემ, ბესიკ გოფოძემ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განახორციელეს.

 

 

აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ასევე სხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

 

მონიტორინგის ფარგლებში საჩხერე-ონის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოებს გაეცნენ. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, რომლის ფარგლებშიც დაგებულია 2 კმ გზა და მიმდინარეობს სანიაღვრეების მოწესრიგება. ამჟამად, ხორციელდება გზის საფუძვლის მოწყობა და ფერდობების დამუშავება, რის შემდეგაც დაიგება 5.5 კმ საავტომობილო გზა. გათვალისწინებულია 2 ხიდის მშენებლობა მდინარე ჯრუჭულაზე, სოფელ სარეკსა და სოფელ ცხომარეთში. სამუშაოები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს რაჭის მხრიდანაც. პროექტის დასრულების შემდეგ 50 კმ-ზე მეტი გზის სამშენებლო სამუშაოები შესრულდება, რაც უმოკლესი მანძილია ორი რეგიონის (იმერეთი-რაჭა) დასაკავშირებლად და თბილისიდან ონამდე გზის შესამცირებლად.

 

 

საჩხერის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს XI საუკუნის ,,ჯრუჭის“ მონასტრის რეაბილიტაცია, რომელიც 1991 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა. აღდგენითი სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და ამჟამადაც ხორციელდება.

 

 

გარდა ამისა, უახლოეს დღეებში სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყება ციხე ,,მოდინახე“–ზე. 2018 წელს ფონდი ,,ქართუ“-ს დაფინაფსებით განხორციელდა ციხის აღდგენითი სამუშაოები და წელსაც განახლდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ციხე დაიბრუნებს ისტორიულად პირვანდელ სახეს. რაც შეეხება ციხემდე მისასვლელ გზას, ასფალტ–ბეტონის საფარის დაგება უკვე დამთავრებულია. გზის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის 5%-იანი თანადაფინანსებით განხორციელდა. მოეწყო გარე განათება და საყრდენი კედელი. ტურისტული კუთხით, ციხე ,,მოდინახე“ ვიზიტორებისთვის საინტერესო ისტორიული ძეგლია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი