ხონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში საჯარო მოხელეებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ და პირველმა მოადგილემ, გერასიმე მჯავანაძემ მიიღეს მონაწილეობა.
აქციის ფარგლებში მყარი ნარჩენებისაგან გათავისუფლდა როგორც ქალაქის ტერიტორია, ისე მუნიციპალიტეტის ტურისტული ზონაც.
შეგროვილი ნარჩენების გატანა ა(ა)იპ ხონის კომუნალური სერვის ცენტრის თანამშრომლებმა და სპეციალურმა ტექნიკამ უზრუნველყო.
ხონში დასუფთავების აქცია დედამიწის დღესთან დაკავშირებით, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები- საქართველოს" ინიციატივითა და მერიის ორგანიზებით გაიმართა.
ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.