10 უკრაინელი მცირეწლოვანის თანმხლები ქალი, რომელიც აცხადებს, რომ ბავშვები მისი შვილები არიან, დააკავეს
26-04-2019, 11:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

10 უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვის თანმხლები ქალი, რომელიც აცხადებს, რომ ბავშვები მისი შვილები არიან, დააკავეს.

 

 

დაკავებულის უფლებადამცველის განცხადებით, ქალი სამართალდამცავებმა ქუთაისში, გვიან ღამით ტრეფიკინგის ბრალდებით აიყვანეს.

 

 

დაკავებული ამჟამად თბილისში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

 

 

„ბოლოს გუშინ 9 საათზე ველაპარაკე. მანქანა ელოდებოდა საავადმყოფოსთან. თბილისში უნდა წამოსულიყო ბავშვებთან ერთად, წყნეთში ბინაც ჰქონდა ნაქირავები. რა მოხდა არ ვიცი, დღეს დილით შემატყობინეს მისი დაკავების შესახებ", განაცხადა ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას.

 

 

უკრაინელი ქალის და 10 ბავშვის ზუგდიდში ყოფნის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ბავშვები საკვებით ინტოქსიკაციის მიზეზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 

ათი ბავშვის თანმხლებ ქალთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გასულ კვირას დაიწყო.

 

 

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქე, რომელიც ზუგდიდში ერთ-ერთ ბინაში 10 ბავშვთან ერთად ცხოვრობდა, ამტკიცებს, რომ ისინი მისი შვილები არიან.

 

 

თუმცა, გამოძიების თანახმად, გამოიკვეთა, რომ 10 ბავშვიდან ოთხი 2017 წელს არის დაბადებული. სწორედ ამის გამო, დაიწყო შსს-მ უკრაინელი მოქალაქის მიმართ ტრეფიკინგის ბრალდებით გამოძიება.

 

კომენტარები: 2
#2   Mudassir Ali
      
I read that Post and got it fine and informative. Американская транзитная виза
15 იანვარი 2025 23:11
#1   Mudassir Ali
      
I recently came across your blog and have been reading along. I thought I would leave my first comment. I don't know what to say except that I have enjoyed reading. Nice blog. I will keep visiting this blog very often. www.5starsstocks.com/
8 იანვარი 2025 00:49
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი