აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ.
დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი სასადილოში მივიდა, ბენეფიციარებს ბედნიერი აღდგომა უსურვა და პირადად გადასცა მათ სადღესასწაულო ნობათი.
სააღდგომო საჩუქრები ვანის მუნიციპალიტეტის მერიის, „მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის“ სოციალური პროგრამით მოსარგებლე პირებს, 2011 წლიდან ყოველწლიურად გადაეცემა. აღნიშნული მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, სადღესასწაულო ნობათი დღეს 36 ბენეფიციარმა მიიღო.
ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.