წყალტუბოს მერმა, გრიგოლ იოსელიანმა გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში მიიღო
26-04-2019, 15:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა მიიღო.

 

 

ვიზიტის ფარგლებში, საპატიო სტუმარმა დაათვალიერა ბალნეოლოგიური ცენტრი ,,Tskaltubo Be Healthy’’, ,,ბალნეოკურორტი წყალტუბო“ და ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული სანატორიუმები.

 

 

გერმანიის ელჩს წყალტუბოს როგორც უნიკალური სამკურნალო კურორტისა და აქ არსებული რადონული წყლების შესახებ ინფორმაცია წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრის მმართველის მოადგილემ, ირაკლი მაისაშვილმა გააცნო.

 

 

 

 

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს წყალტუბოში ვიმყოფები, ვფიქრობ საბჭოთა კავშირს არასად არ დაუტოვებია ისეთი მასშტაბური და არქიტეტურული თვალსაზრისით გამორჩეული შენობები, როგორიც ამ ქალაქში. წყალტუბოს დიდი ისტორია აქვს, როგორც კურორტს და მე დარწმუნებული ვარ, რომ მას დიდი მომავალიც ექნება. აქ უკვე განხორციელებულია გარკვეული ინვესტიციები. მე ვხედავ ძალიან დიდ პოტენციალს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით. მოხარული ვიქნები, თუ მეტი ტურისტი ჩამოვა გერმანიიდან საქართველოში და კერძოდ წყალტუბოში. მთავარია, უფრო ცნობადი გავხადოთ ეს კურორტი გერმანიაში და მთელ ევროპაში იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სჭირდებათ რადონული მინერალური წყლებით მკურნალობა და ინვესტორებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ძველი სანატორიუმების განახლება’’, განაცხადა გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა.

 

 

ინფორმაციასა და ფოტომასალას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 2
#2   Vaughn
      
14 აპრილი 2026 04:13
#1   Rolland
      
1 აპრილი 2026 07:09
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი