ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში, რამდენიმე პროექტი მოინახულა.
მერი გაეცნო ონი-ირის გზაზე ასფალტირებისთვის მოსამზადებელი ეტაპის სამუშაოების მიმდინარეობას, ასევე სოფელ ირში სახიდე გადასასვლელის მოწყობის დასრულების სამუშაოებს; ემზარ საბანაძე იმყოფებოდა სოფელ ქვედში, სადაც ყოფილი სკოლის ტერიტორიიდან სკოლის ნანგრევების გატანა და ადგილის გასუფთავება მოხდა.
მუნიციპალიტეტის მერი ასევე გაეცნო სოფელ ქვედრულაზე ნაპირსამაგრის მოწყობისა და სოფელ ჭალაში სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას.
ემზარ საბანაძე გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას.
მერის განცხადებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, რათა ხალხისთვის სასურველი და მოსაწონი შედეგი იქნას მიღებული.
ინფორმაციას ონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.