ქალი მსჯავრდებულებისთვის შეზღუდვის დაწესებულების მოწყობის პროცესი დაწყებულია და ახალ წლამდე საფუძველი ჩაეყრება დაწესებულების მშენებლობას, სადაც ქალ მსჯავრდებულებს შაბათ-კვირის განმავლობაში გასვლის და ოჯახის წევრებთან შეხვედრის საშუალება მიეცემათ, ამის შესახებ კახა კახიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ის ავანსად გაცემული ნდობა, რომელიც საზოგადოებიდან ვიგრძენი, რამენაირად არ გავაცრუო. გაკეთდება ყველაფერი, რისი შესაძლებლობაც გვაქვს", - განაცხადა კახა კახიშვილმა.
მან სახალხო დამცველის რეკომენდაციებზეც გაამახვილა ყურადღება, სადაც ერთ-ერთ პრობლემად დასახელებულია რამდენიმე ციხეში გრძელვადიანი პაემნების ოთახების არარსებობა. კახიშვილის განცხადებით, ეს პრობლემა გადაიჭრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.