43-ე მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა სამშვიდობო მისია 22-ე ბატალიონისგან ოფიციალურად გადაიბარა
27-04-2019, 11:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის ძალების 43-ე მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა სამშვიდობო მისია 22-ე ბატალიონისგან ოფიციალურად გადაიბარა. დღეიდან IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვის ამოცანას 7 თვის განმავლობაში შეასრულებს.

 

 

უფლებამოსილების გადაცემის ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. საავიაციო ბაზის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა დანიელ კონლიმ 22-ე ბატალიონის ჯარისკაცებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა პირადად გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროები სამშვიდობო მისიის განმავლობაში სამაგალითოდ იქცეოდნენ და რომ საამაყოა ქართველებთან მხარდამხარ სამსახური.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამშვიდობო მისიის ოფიციალური გადაბარების ცერემონიალზე შესრულდა საქართველოს, აშშ-ის და ავღანეთის ეროვნული ჰიმნები. ღონისძიების დასასრულს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა, თავდაცვის ძალების სამხედრო წარმომადგენლობის სერჟანტმა, მასტერ სერჟანტმა რამაზ პაიკიძემ და 22-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა თედორე პაპავამ 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი““ და“გიორგი ანწუხელიძე“ დააჯილდოვეს. სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს 22-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა თედორე პაპავამ და 43-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ.

 

 

უფლებამოსილების გადაბარების ოფიციალურ ცერემონიალს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი