ეგოიზმის დაძლევის და სწორი სულიერი განვითარების მაჩვენებელია ისიც, თუ როგორია სამშობლოსადმი ჩვენი დამოკიდებულება, წერს ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში.
მისი თქმით, დღევანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ ამ მიმართულებით რამდენიმე სახის შეტევა ხორციელდება:
„ერთნი, გარეშე ძალებისაგან ხელშეწყობილნი, აღვივებენ სეპარატისტულ სულს და ქვეყნის დანაწილების თეორიებს ქმნიან; მეორენი პატრიოტიზმის სახელით არასწორ მიმართულებებს ანვითარებენ და ამ გრძნობას დამახინჯებულ სახეს აძლევენ; სხვანი კი ზოგადადამიანური ღირებულებებით გვესაუბრებიან და პატრიოტიზმს ჩამორჩენილობად თვლიან.
არ არსებობს აწმყო წარსულის გარეშე. ნებისმიერი ღირსეული პიროვნებისთვის სამშობლოს ისტორიის ცოდნა აუცილებელი პირობაა; სახელმწიფოსთვის კი, _ სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი გარანტი, რადგან ეს ცოდნა, სწორ აზროვნებასთან შეერთებული, აღძრავს ისეთ გრძნობებს, როგორიცაა იდეისთვის უანგარო მსახურება, ერთგულება, ვაჟკაცობა, გონიერება, თავდადება.., რაც ბოროტის მცდელობას, თავისთავად, წარუმატებელს ხდის; ამასთან, საზოგადოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ ,,ვისაც თავისი ქვეყანა არ უყვარს, მას არავისი სიყვარული არ ძალუძს“ (ჯ. ბაირონი), ,,სამშობლოს ნამდვილი სიყვარულის გარეშე კი კაცობრიობის ნამდვილი სიყვარული არ არსებობს“ (ა. ფრანსი).
ცხონების გზა ვიწროა და ძნელად სავალი, მაგრამ მეტად საინტერესო და მიმზიდველი. ეს არის მუდმივი გამოცდა და ბრძოლა ბოროტი ძალის სხვადასხვა გამოვლინებასთან: იგი შენს შესაძლებლობებს სულ სხვა კუთხით დაგანახებს და, სწორად მოქმედების შემთხვევაში, ღვთის მადლი იმდენად აღგავსებს, რომ მას ვეღარ განეშორები. ამასთან ისე შეიცვლები, რომ ყოველგვარი გაჭირვება შიშით კი არა, სულიერი სიმშვიდითა და სიძლიერით განგმსჭვალავს და ვეღარაფერი დაგამარცხებს. მაშინ შენი ღვაწლი, მაცხოვრის მაცხოვნებელ მადლს შეერთებული, ღვთის ნეტარებას დედამიწაზევე გაგრძნობინებს და შენს უდიდეს მიზანსაც აღგასრულებინებს.
_ და რაში მდოგმარეობს იგი?
_ განმღრთობაში, ძალისამებრ ჩვენისა, ღვთის მიბაძვაში!
ეს არის ნებისმიერი ადამიანის მთავარი დანიშნულება, ეს არის მოწოდება, რომლის წინაშე ყველა სხვა მიწიერი ზრუნვა, სურვილი და განსაცდელი უნდა გაუფერულდეს.
ღმერთი სრულყოფილია, ჩვენც გვმართებს, მუდამ ვისწრაფვოდეთ სრულყოფილებისაკენ და ვცდილობდეთ იმ ნიჭის სრულად გამოვლენას, რაც უფლისაგან მოგვეცა", ნათქვამია პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.