ხონის მუნიციპალიტეტში შიდა გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია და გამგებელი ჯემალ მებუკე გაეცნენ.
იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ ასფალტის დაგების პროცესში თავადაც მიიღო მონაწილეობა
ხონის გამგეობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ერთდროულად რამდენიმე ქუჩაზე ასფალტო–ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. გზის საერთო სიგრძე 4 კილომეტრზე მეტია და მისი მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან დაახლოებით 700 000 ლარით ფინანსდება.

ქალაქ ხონში, ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს გაზიფიცირების პროცესი. 4 ქუჩაზე უკვე დასასრულს უახლოვდება გაზის მილების დამონტაჟების სამუშაოები. ხონში 70 000 კმ. სიგრძის გაზსადენის მშენებლობა ერთ თვეში დასრულდება და ბუნებრივი აირით 4 273 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.