თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.
დედაქალაქის მერმა მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მათ სიკეთესთან ერთად, სიყვარული უსურვა.
„მინდა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცო სრულიად საქართველოს, ჩვენს თანამემამულეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ყველაზე მეტად ვუსურვებ, ყოველი დილა, ყოველი დღე, რომელიც გვითენდება, იყოს გაჯერებული სიყვარულით, სიხარულით, სიკეთით და რაც მთავარია, რწმენით, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, განაცხადა კახა კალაძემ.
საზეიმო წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.