28 აპრილს კახეთის ხუთ მუნიციპალიტეტში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა
30-04-2019, 14:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ 29 აპრილს კახეთის რეგიონში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ინტენსიური გამოყენებით 85 კმ2 მდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა რისთვისაც სისტემამ 190-მდე რაკეტა გაისროლა. გარანტირებული განადგურებისგან დაცული იქნა 8500 ჰექტარზე მეტი ფართობი.

 

 

დღის მეორე ნახევრიდან რეგიონში ფრონტალური ღრუბლის მასები ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებიდან შემოვიდა და ეტაპობრივად მოიცვა კახეთის ხუთი რაიონი. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 20 მმ იყო.

 


სეტყვასაშიშ პროცესებს თან ერთვოდა ძლიერი ქარი, განსაკუთრებით კი თელევის და ყვარლის რაიონში სადაც ქარმა ვენახი და ხეხილის ნარგავები დააზიანა.

 


დამუშავების პროცესს თან ერთვოდა შეზღუდვები დასახლებული პუნქტების მიმართულებით სროლისთვის აკრძალული ზონების სახით, საგარეჯოს რაიონში კი ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო სროლები მნიშვნელოვნად შეიზღუდა.

 

 

აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ 14:30 საათიდან 17:40 საათამდე ახმეტის, საგარეჯოს, თელავის, გურჯაანის და ყვარლის რაიონებში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თავზე სეტყვასაშიში ნალექის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა.

 

 

ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა ხუთივე რაიონში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თავზე წვიმის და წვრილი სეტყვის სახით სახით ჩამოიცალა.

 

 

ინფორმაციას ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი