საქართველოს პრემიერ მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს უმასპინძლა
30-04-2019, 14:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს უმასპინძლა. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. მამუკა ბახტაძემ ლილიან მორი პასკიეს საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობისა და თბილისში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ საიუბილეო თარიღი ახლოვდება ევროპის საბჭოსთვისაც, რომელსაც 70 წელი უსრულდება.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა განიხილეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტში საქართველოს მომავალი პრეზიდენტობა და ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევები.

 

 

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროპასთან ინტეგრაცია ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია და ქვეყანა ამ კურსის ერთგულია.

 

 

ყურადღება გამახვილდა ბოლო წლებში საქართველოს მნიშვნელოვან წინსვლაზე დემოკრატიის კონსოლიდაციისა და რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი ადამიანის უფლებების დაცვისა და პარლამენტის როლის გაძლიერების კუთხით.

 

 

პრემიერ მინისტრმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. მამუკა ბახტაძემ ლილიან მორი პასკიეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც კონფლიქტის შედეგად დაშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი