იოსებიძის ქუჩა N65-სა და ვაჟა-ფშაველას შესახვევში, N3 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცეების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიებზე, კაუჩუკის საფარი დაიგო, სადაც საბავშვო ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო განათების სისტემა, დაიგო რულონური ბალახი, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და შესაბამისი ინვენტარი განთავსდა.
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეებისთვის უკეთესი გარემო და რაც შეიძლება მეტი დასასვენებელი სივრცე შევქმნათ. აღნიშნულ მისამართებზე ბევრი ოჯახი ცხოვრობს და მათი განახლებაც სწორედ ამიტომ შეირჩა. დღეიდან, ადგილობრივი მოსახლეობა დასვენებას განახლებულ სივრცეებში შეძლებს“, განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.
ორივე პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 109 756 ლარი დაიხარჯა.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.