თავდაცვის მინისტრმა მშვიდობისმყოფელებს თავდაცვის ძალების დღე ტელეხიდით მიულოცა
30-04-2019, 15:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩემო ძმებო, მინდა, განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით მოგილოცოთ დღევანდელი დღე! ბევრჯერ მსმენია, თუ რა დიდი შეფასება აქვს ქართულ ჯარს „მტკიცე მხარდაჭერისა“ და ევროკავშირის ეგიდით აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე სხვა მისიების ფარგლებში. ჩვენ ვამაყობთ, რომ როგორც პარტნიორები ვართ სამაგალითონი - ეს აღიარებულია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ კრიტიკული ოპერაციების შესრულების დროს. მაქვს პატივი, თქვენთან ერთად ვემსახურო ჩემს ქვეყანას. მაქვს პატივი, გამოვხატო თითოეული ქართველის დამოკიდებულება თქვენს მიმართ, ის სიყვარული და პატივისცემა, რომელიც განსაკუთრებულია იმიტომ, რომ თქვენ აიღეთ თქვენი ქვეყნის დაცვის ვალდებულება. ვალდებულების აღება კი, მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ“, ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე დისლოცირებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს თავდაცვის ძალების დღე მართვის ცენტრიდან.

 

 

ტელეხიდით ჩართვისას ლევან იზორიამ თავდაცვის უწყებაში მიმდინარე სამაგალითო რეფორმებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართველ სამხედროებს ახალი სოციალური მიმართულებების - საბინაო პოლიტიკისა და განახლებული სახელფასო უზრუნველყოფის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

 

თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან ქართველ მშვიდობისმყოფელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამაც მიულოცა და თავდაცვის მინისტრს სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

ამჟამად, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედნაყოფები ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანაში მონაწილეობენ. ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართული კონტინგენტი სამ ლოკაციაზეა დისლოცირებული. I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ ასრულებს. IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი საერთშორისო ოპერაციაში, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მონაწილეობას. ქაბულში კი, III ქვეითი ნაკრები ასეულია დისლოცირებული და მის მთავარ ამოცანას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

 

 

ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ქართველი მშვიდობისმყოფელები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში არიან დისლოცირებული. ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცარ-ში სამხედრო-საწვრთნელ მისიაში - EUTM RCA, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში, ასრულებს. ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მალიში (EUTM Mali) საქართველო შეიარაღებული ძალები ერთი ოფიცრითაა წარმოდგენილი და სამეკავშირეო ოფიცრის პოზიციას იკავებს, რომლის ძირითადი მიმართულებებია ადგილზე მოქმედ მისიებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაციაა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი