ქაბულში საქართველოს თავდაცვის ძალების 28 წლის იუბილე აღინიშნა
30-04-2019, 15:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის ძალების 28 წლის იუბილე ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე სამხედროებმა ქაბულში აღნიშნეს. ავღანეთში თავდაცვის ძალების სამხედრო წარმომადგენლობის ორგანიზებით ბაზა HKIA-ზე მარათონი და ოფიციალური მიღება გაიმართა.

 

 

სპორტულ ღონისძიებაში ავღანეთში დისლოცირებული ყველა ქვედანაყოფის წარმომადგენელი, ასევე ბაზა HKIA-ზე მყოფი სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები ჩაერთნენ.

 

 

მოგვიანებით კი, თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა ბაზაზე დისლოცირებულ მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლა.

 

 

ბაზა HKIA-ს მეთაურმა, თურქეთის შეიარაღებული ძალების ბრიგადის გენერალმა ჰუსეინ ქამბურმა ქართველ სამხედროებს პირადად მიულოცა პროფესიული დღე და საქართველოს სამხედრო წარმომადგენლობის წევრებს ნატოს მისიის მედლები გადასცა. ღონისძიების დასასრულს კი, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა თავდაცვის ძალების 5 სამხედრო მოსამსახურე უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი