საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შუამთობის დღესასწაულზე სხალთის ეპარქიის ეპისკოპოს მეუფე სპირიდონთან და დასავლეთ საქართველოს მუფტთან ბეგლარ ქამაშიძესთან ერთად მივიდა.
აჭარის მაღალმთიან კურორტ ბეშუმში მყოფი სტუმრები ტრადიციული დღესასწაულის, შუამთობის საზეიმო კონცერტს ესწრებიან. კულტურულ ღონისძიებაზე წარმოდგენილია ტრადიციული ქართული ცეკვები. კონცერტი ცეკვა "აფხაზურით" გაიხსნა, ასევე შესრულდა "აჭარული". კონცერტის დასრულების შემდეგ პრემიერ მინისტრი დღესასწაულზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავს.
ირაკლი ღარიბაშვილი ასევე დაესწრება დოღს და სპორტულ ღონისძიებებს. პრემიერთან ერთად ღონისძიებას მინისტრები და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ესწერებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.