ლევან იზორია: „ახალი სამხედრო ქალაქი ჩვენი მომავალი წარმატებების, გამარჯვების და კეთილდღეობის სიმბოლო იქნება“
30-04-2019, 17:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა დღეს ბინების მშენებლობის ახალი პროექტის პრეზენტაცია თავდაცვის ძალების წარმომადგენლებისთვის მახათას მთაზე გამართეს. მათი განცხადებით, 700-მდე სამხედრო მოსამსახურეს საკუთრებაში მახათას მთაზე არსებული მიწა გადაეცემათ. პროექტი სახელმწიფოს თანადაფინანსებით ხორციელდება. საცხოვრებელი ფართები „ამხანაგობის“ პრინციპით აშენდება, ბინის საფასურის 40%-ს კი, სახელმწიფო დაფარავს.

 

 

„ბატონი პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს და განსაკუთრებით, მას მინდა ვუთხრა მადლობა მხარდაჭერისთვის, რომელსაც მე პირადად და თითოეული თქვენგანი გრძნობთ -იქნება ეს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაცია და მისთვის საჭირო ფინანსური უზრუნველყოფა, იქნება ეს ახალი სახელფასო პაკეტი, თუ დღეს უკვე ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით - ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელება. ეს არის სწორედ თავდაცვის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ასპექტი“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბინათმშენებლობის პროექტს, რომელიც სახელმწიფოს თანადაფინანსებით ხორციელდება, საფუძველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით ჩაეყარა და „ამხანაგობის“ პრინციპით აშენდება. ახალი პროექტი ორიენტირებული იქნება ასევე, ახალგაზრდა თაობის მოტივირებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.

 

 

„ეს არის იმ ღვაწლის დაფასება, რაც თქვენ ქვეყნის მიმართ გაგაჩნიათ, ზოგიერთი თქვენგანი 20 წელზე მეტია ემსახურებით თქვენს ქვეყანას. თქვენ ხართ მაგალითი ახალი თაობისთვის, იმ ახალი ოფიცერთა კორპუსისთვის, რომლებსაც აქვთ ამბიცია გაიარონ იგივე გზა, რომელიც თქვენ გაიარეთ. ამიტომ ეს დამატებითი მოტივაციაა მათთვის, რომ მომავალში შეძლონ გახდნენ მაიორები, ვიცე-პოლკოვნიკები და უფრო მაღალი რანგის ოფიცრები და სერჟანტები, რათა ჰქონდეთ სახელმწიფოსგან ადეკვატური სოციალური პაკეტით უზრუნველყოფა“, აღნიშნა ლევან იზორიამ.

 


თავდაცვის უწყება ბინებით უზრუნველყოფის პოლიტიკას მომავალშიც გააგრძელებს და ხელს შეუწყობს როგორც სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ისე პროფესიონალი სამხედროების შენარჩუნებას.

 

 

„კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მადლიერება თითოეული თქვენგანისა და ბატონი პრემიერის მიმართ, რომელმაც ეს იდეა პირველივე დღესვე აიტაცა და მაშინვე იყო მხარდაჭერა გამოთქმული, რომ აქ გაშენდებოდა სამხედრო ქალაქი, რომელიც ჩვენი მომავალი წარმატებების, გამარჯვების და კეთილდღეობის სიმბოლო იქნება“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი