„სამშობლოს დაცვის ვალდებულებამ წარმოგვაჩინა ერი, რომელიც ღირსებას სიცოცხლის ფასად იცავს!“ - ლევან იზორია
30-04-2019, 19:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ამ დღეს სიმბოლურად შეიძლება ვუწოდოთ სამშობლოს დაცვის ვალდებულების დღე იმიტომ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში სწორედ ამ ვალდებულებით შეიქმნა ქართული ჯარი. ეს ვალდებულება აიღო 28 წლის წინ უკვე აღდგენილი დამოუკიდებლობის პირობებში ქართველმა ვაჟკაცმა და გადადგა ნაბიჯი იმ ტრადიციების გაგრძელებისკენ, რითიც ჩვენ, ქართველები ოდითგანვე ვამაყობდით და დღესაც ვამაყობთ. 28 წელი იყო მნიშვნელოვანი გამოწვევების წელი და სწორედ ჩვენ ამ ვალდებულებამ, რასაც სამშობლოს დაცვის ვალდებულება ჰქვია წარმოგვაჩინა ერი, რომელიც ღირსებას სიცოცხლის ფასად იცავს!“ - ასე მიულოცა სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის ძალების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ვაზიანის IV მექანიზებული ბრიგადაში გამართულ ღონისძიებაზე.

 

 

მინისტრის თქმით, ჯარისკაცის ცნობიერება და ვალდებულება აყალიბებს სახელმწიფოებრიობას - ვალდებულების აღება მით უფრო, ისეთი მძიმე ტვირთის აღება რასაც სიცოცხლის ფასად სამშობლოს დაცვა ჰქვია, მხოლოდ ღირსეულთა ხვედრია.

 


ლევან იზორიამ გამოსვლისას საკუთარ სიტყვაში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების გმირობასა და დამსახურებას გაუსვა ხაზი: „მინდა, პირველ რიგში თქვენთან ერთად ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი ბიჭების სახელების წინაშე, რომლებმაც როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ისე საერთაშორისო მისიებში სამშობლოს დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე საკუთარი სიცოცხლე გაწირეს“.

 

 

თავდაცვის მინისტრმა ქართულ სახელმწიფოებრიობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გარდაცვლილი სამხედრო მომსასახურეების ოჯახებსა და დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს გადაუხადა. მისი განცხადებით, სწორედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები გვიჩვენებენ სამშობლოს დაცვის ვალდებულების მაგალითს.

 

 

ლევან იზორიამ თავდაცვის ძალების დღე ვეტერან სამხედრო მოსამსახურეებს მიულოცა და აღნიშნა, რომ ვეტერანებთან განსაკუთრებული ურთიერთობით თავდაცვის ძალებში სამშობლოს დაცვის ვალდებულების უწყვეტობა და თაობებს შორის გადაცემის კულტურა ძლიერდება:

 

 

„მინდა, განსაკუთრებით მოგესალმოთ თითოეულ თქვენგანს, ცოცხალ გმირებს - ასე გიწოდებთ ხშირად, თავდაცვის ძალების მეთაურს, თითოეულ ჯარისკაცს, რომლებმაც, მთელი ამ წლების განმავლობაში გვიჩვენეს, თუ როგორ უნდა აღასრულო ვალდებულება, რომელსაც სამშობლოს დაცვის ვალდებულება ჰქვია“, განცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი