აშშ და ნატოს წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას
30-04-2019, 19:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა IV მექანიზებულ ბრიგადაში, თავდაცვის ძალების იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სტრატეგიულ პარნტიორებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და თავისუფალ საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

„ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატებები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე და ჩვენ ვიქნებით შეუპოვარნი ჩვენი სტრატეგიული ამოცანის შესასრულებლად“, განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

ლევან იზორიას თქმით, საქართველო თავისი ინტერესებისა და ვალდებულებების დასაცავად როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მისიების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს.

 

 

„ვაკეთებთ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის ინტერესების და ვალდებულებების დასაცავად, რასაც ქვეყნის დაცვის ვალდებულება ჰქვია. დღევანდელი დღე პირველად, სიმბოლურად, სწორედ იმ ჯარისკაცებს მივულოცეთ, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში, ყველაზე საპასუხისმგებლო ამოცანებს ასრულებენ“, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი